5 ივლისი, 2020

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ ითამაშებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლებს ღია ცის ქვეშ ითამაშებსნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მონაწილეობას იღებს „კლუბ 33 ა“-ს მიერ ორგანიზებულ ფესტივალ-აქციაში, რომელიც 7 ივლისიდან ვაკის პარკის ღია კინოთეატრის სივრცეში გაიმართება.

9 ივლისს მოზარდელები ორ სპექტაკლს წარმოადგენენ. ერთი სპექტაკლი განკუთვნილი იქნება ბავშვებისთვის, მეორე კი – მოზარდებისთვის.

„გვესტუმრეთ ზღაპართა ქვეყანაში“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელშიც თავმოყრილია მუსიკალური ნომრები ყველაზე პოპულარული სპექტაკლებიდან. წარმოდგენა 18 საათზე დაიწყება, ხოლო 22 საათზე მოზარდები ნახავენ შექსპირის კომედიას „აურზაური არაფრის გამო“.

ადგილები შეზღუდულია, ბილეთები კი TKT.GE-ზე იყიდება.