9 ივლისი, 2020

მიხეილ ნანობაშვილის უარი რუსეთის ელჩისთვის სიმღერაზე

მიხეილ ნანობაშვილის უარი რუსეთის ელჩისთვის სიმღერაზესაოპერო მომღერალმა, ტენორმა მიხეილ ნანობაშვილმა, იგივე მიშელ დარიალმა უარი განაცხადა რუსეთის ელჩისთვის სიმღერაზე.

ძალიან საამაყო ისტორია ოპერის მომღერალმა ვანიკო გალუაშვილმა გაიხსენა:

“მიშელ დარიალი იგივე მიხეილ ნანობაშვილი – ძალიან კარგი მომღერალი და პარიზის გრანდ ოპერის სოლისტი XX საუკუნის დასაწყისში.

1921 წელს გრანდ ოპერაში ერთ-ერთი წარმოდგენის თუ კონცერტის დაწყების წინ საპატიო ლოჟაში შევიდა რუსეთის ელჩი საფრანგეთში…

მიშელ დარიალი გამოდის მაყურებლების წინაშე და უხსნის პუბლიკას, რომ დარბაზში იმყოფება იმ ქვეყნის ელჩი, რომელმაც მოახდინა მისი სამშობლოს – საქართველოს ანექსია, ამიტომ ბოდიშს გიხდით და მე ვერ გამოვალ დღეს სამღერლადო.

ატყდა სტვენა, ყვირილი და მთელმა დარბაზმა მოითხოვა, რომ რუსეთის ელჩს დაეტოვებინა გრანდ ოპერის დარბაზი, ელჩიც შესაბამისად იძულებული იყო დაეტოვა თეატრი.

მხოლოდ ამის მერე გამოვიდა სამღერლად მიშელ დარიალი სცენაზე და ძალიან დიდხანს ფრანგი მაყურებლები ფეხზე ამდგარი დიდი ოვაციებით აჯილდოებდნენ ქართველ პატრიოტ მომღერალს.”