16 ივლისი, 2020

მერაბ კოკოჩაშვილის უდიდესი განსაცდელი

მერაბ კოკოჩაშვილის უდიდესი განსაცდელირეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ცხოვრებაში უდიდესი განსაცდელის ეტაპი დადგა. მას ექიმებმა მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს, თუმცა ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ექიმის ლაშა თურქიაშვილის წყალობით, რეჟისორი თავს კარგად გრძნობს:

“ჩემი დიაგნოზი მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე გახლდათ. ჩემი ექიმი, ლაშა თურქიაშვილი მშვიდად, გულახდილად და ჩემთვის გასაგებ ენაზე მიხსნიდა ყველაფერს, შეხვედრის შემდეგ თავი უკვე უკეთ ვიგრძენი.

გარდა იმისა, რომ საოცარი ოსტატია, არაჩვეულებრივი ადამიანიც გახლავთ, რომელმაც დამიხატა კიდეც ყველა დეტალი, მისი გეგმა, რასაც აპირებდა ოპერაციაზე. ისე ჩაირა ყველაფერმა, თითქოს არაფერი მომხდარა, განვაგრძობ ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში.

მე კარგად ვიცნობდი ფრიდონ თოდუას – მან შექმნა არაჩვეულებრივი სამედიცინო ცენტრი, ეს ღირებულებები და გარემო კი კვლავ შეუცვლელია, პაციენტს და ექიმს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა იბადება, რომელიც დამყარებულია ცოდნაზე, პროფესიონალიზმზე, ადამიანურ ფასეულობებზე.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ლაშას და მთელ სამედიცინო ცენტრს!”