10 ივლისი, 2020

ლექს სენი: “პირველად ვამბობ ღიად”

ლექს სენი: "პირველად ვამბობ ღიად"რეპერი ლექსო ქავთარაძე – ლექს სენი პირველად ალაპარაკდა თემაზე, რომელიც მის რუსეთში მიწვევას შეეხება:

“ვერ ვიტყვი, რომ მშიერი ვარ ამ ეტაპზე! არც ღარიბი ვარ ამ ეტაპზე! ალბათ საშუალოზე ცოტა დაბლა ვდგავარ, ჯერჯერობით, ხვალ რა იქნება არ ვიცი, 2-ოთახიან ბინაში ვცხოვრობ, ბევრი ვიწვალე, ვეცადე, რაც გამომივიდა ამ ქვეყანაში ესაა ამ ეტაპზე.

ჩემი შრომით, ჩემი მუსიკით, ჩემი რეპით ვცხოვრობ. ყველაფერზე მაღლა ვაყენებ ჩემ შემოქმედებას და ჰიპ-ჰოპს! ალბათ დრო ვერ გამოვიყენე როგორც მეუბნებიან! ძალიან მინდა უკეთესი ცხოვრება, ჯერ არ ჩანს, სამწუხაროდ, მერე რა იქნება არ ვიცი!

3-ჯერ მქონდა შემოთავაზება რუსეთიდან, პირველად ვამბობ ღიად, უბრალოდ ციფრის დასახელებას მთხოვდნენ რამდენი მინდოდა იქ კონცერტებში. 1 წამი ვიფიქრე მხოლოდ, ჩემმა მორალმა არ გამიშვა. მე ასეთი სიღარიბე მირჩევნია-მეთქი და ჩემი სახელმწიფო ჯერ რომ არ გვაქვს, ის დავაყენე ჩემ შემოქმედებაზე მაღლა.

მე ვარ ალბათ სულელი და არც იმხელა ცოდნა-განათლება მაქვს, რომ ბევრი ფულის შოვნის ბარიერები ადვილად დავძლიო. ყველას თავის სიმართლით გაუმარჯოს თავის გზაზე!”