16 ივლისი, 2020

ჯემალ ქარჩხაძე შოთა რუსთაველზე

შოთა რუსთაველი სანაგვეზემწერალი ჯემალ ქარჩხაძე შოთა რუსთაველზე მოკლე ჩანაწერით სრულ ჭეშმარიტებას გვიზიარებს:

“ჩვენ რუსთაველი იმისთვის გვინდა, რომ ვიამაყოთ.

წაკითხვით არ ვკითხულობთ.

წაკითხვით პოპულარულ ლაზღანდარებს ვკითხულობთ, რომლებიც საცრემლე ჯირკვლებს გვიღიზიანებენ, რათა თავი ჰუმანიზმისათვის წამებულად მოგვაჩვენონ.

ჩვენ ყაჩაღებსა და წმინდანებს საერთო კვარცხლბეკზე ვუდგამთ ძეგლს, თევდორეები და ყორღანაშვილები ერთ საძმო სასაფლაოში გვიწევს. ამიტომ ჩვენი სახლი მყიფეა. ჩვენ ჩამსხვრეულ ფანჯრებში ქარი გადი-გადმოდის…”