ილია ჭავჭავაძის მუზეუმი 3000 ლარად

ილია ჭავჭავაძის მუზეუმი 3000 ლარადილია ჭავჭავაძის სახელობის საგურამოს მუზეუმი 3000 ლარად დაუთმო მუზეუმის დირექტორმა “ქართულ მარშს”, რომელმაც პარტიის ყრილობა გამართა და საზოგადოების რისხვა გამოიწვია.

გოგი გვახარია, კინომცოდნე:

“ილიას მუზეუმის დირექტორი ამბობს, რომ არ იცის და არც აინტერესებს ვის დაუთმო სამუზეუმო სივრცე 3000 ლარად.

მე კი არ მჯერა რომ არ იცის, მაგრამ ჯანდაბას, დავუჯეროთ და დავასკვნათ, რომ არაფერია იმაზე უფრო გულისამრევი, ვიდრე უფხო, დამფრთხალი, კონფორმისტი, “მე პოლიტიკა არ მაინტერესებს” ინტელიგენცია.

ესაა გაგრძელება თემისა “არ ვიცი ვინაა მძინარიშვილი, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ.. დიახ, ბატონო წამყვანო.”