20 ივლისი, 2020

ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ ბარათაშვილზე

ილია ჭავჭავაძე ნიკოლოზ ბარათაშვილზეპოეტი და მწერალი ილია ჭავჭავაძე რომანტიკოს პოეტზე ნიკოლოზ ბარათაშვილზე მისი ნეშტის განჯიდან თბილისში გადმოსვენების დროს უმნიშვნელოვანესი სიტყვით გამოვიდა:

“ღმერთი რომ ერს, ქვეყანას, მოწყალების თვალით გადმოხედავს, მოუვლენს ხოლმე კაცს, პოეზიის მადლით ცხებულსა… და ამიტომაც, როცა ღმერთმა გამოგვიგზავნა ჩვენდა ნუგეშად და თავმოსაწონებლად ნიკოლოზ ბარათაშვილი, უკურთხა ენა მეტყველებისთვის, თვალნი ხედვისთვის, ყურნი სმენისთვის, გულს ჩაუდვა გაუქრობელი ცეცხლი კაცთა გულის გასათბობლად და უბრძანა, – წადი და სიტყვით გული აუნთეო…

…მე არ ვეტყვი საუკუნოდ ხსენებას, იმიტომ, რომ თვითეულის ქართველის გული მისი საუკუნოდ სახსენებელია… ზედ დასდის დიდებული ცრემლი მთელის საქართველოსი.”