18 ივლისი, 2020

იაპონელების საჩუქარი რობერტ სტურუას

იაპონელების საჩუქარი რობერტ სტურუასრეჟისორ რობერტ სტურუას იაპონელებმა საჩუქარი გაუკეთეს.

ბახმაროში ჩატარებულ კარიკატურის საერთაშორის გამოფენაზე იაპონელმა მხატვარმა რობერტ სტურუას კარიტაკურა წარადგინა და რეჟისორის მოწონებაც დაიმსახურა:

“ბახმაროში ჩატარებულ კარიკატურის საერთაშორის გამოფენაზე მოეწყო თურმე, ასეა, შენ ქვეყანაში რა ხდება – არ იცი და ვიღაცა ცნობილმა იაპონელმა მხატვარმა დამხატა!

ძალიან მომეწონა.

გაიხარეთ, ბათუმელო თეატრმცოდნეებო, მარიონეტების რეჟისორი რომ ვარ, იაპონიაშიც იციან! რასაკვირველია, რეზო გაბრიაძეს გენიოსობას ვერ გაუტოლდები. მე სადისტი ვარ. ის კი დიდი ხელოვანი, უსულო მარიონეტებს ადამიანებად აქცევს!!

მე პირიქით!!!

P.S. დარჩენილიყო ის ბოღმის და ისე რა ინტელექტის “კრუშონი” ყინული და გარგარი არ დაავიწყდეთ – ბათუმში, პორტის ბუჰგალტრად იმუშავებდა! სახელს მაინც გაითქვამდა!”