19 ივლისი, 2020

გურამ დოჩანაშვილის განსაკუთრებული ამბავი

გურამ დოჩანაშვილს ვაჟა ფშაველას პრემია მიენიჭამწერალ გურამ დოჩანაშვილს თავისი ცხოვრებიდან ბევრი რამ აქვს გასახსენებელი, თუმცა ამბავი, რომელიც მის ბავშვობასთან არის დაკავშირებული, მაინც განსაკუთრებულია.

მწერლის მამას – სამხედრო ექიმს, ბატონ პეტრეს ყოველ წელს ახალ შინელს აძლევდნენ. ის კი ლურჯად ღებავდა და მომდევნო წელს, შვილსს – გურამს გადასცემდა. გადაუკეთებდნენ ამ შინელს მომავალ მწერალს და დადიოდა სკოლაში. შემდეგ წელს იგივე შინელი ეცვა ერთი წლით უმცროს მეზობელ ჯულიეტას, იმასაც რომ დაუპატარავდებოდა, გადასცემდენენ გურამის ნათესავს ზურიკოს… თანაც, შინელი ლურჯი რომ იყო, გურამი კლასში მაგარ ჩამცმელად ითვლებოდა…

ერთხელ კი, როდესაც გურამ დოჩანაშვილი 3-4 წლის იყო, ძალიან გაუბრაზებია ბებია… გაბრაზებულ ბებოს არტისტულობით გამოუცხადებია – „აღარ ხარ აწი ჩემი შვილიშვილიო“ , გაბუტულა და გასულა მეზობლებში. მალევე უკან მობრუნებულს პატარა გურამი აღარსად დახვედრია…

გამოვარდნილა გარეთ შეშინებული ბებია და დაწევია პატარა გურამს აღმართში, სადაც ის „ბარგით დატვირთული“ ტოვებდა სახლს. მისი ბარგი კი მოიცავდა მისთვის ყველაზე საყვარელ მგლისა და გოჭის ნიღაბებს და 2 პატარა ღილს…

„ახლაც არ ვიცი და მაშინ ხო აბა რა მეცოდინებოდა თუ საითკენ დამიდვია ბუტია თავი, ქვეყანა დიდია… განსაკუთრებით ბავშვისთვის,” – იხსენებს გურამ დოჩანაშვილი.