5 ივლისი, 2020

გრიგოლ აბაშიძის დაუვიწყარი მარგალიტი

გრიგოლ აბაშიძის დაუვიწყარი მარგალიტიქართველი პოეტისა და პროზაიკოსის გრიგოლ აბაშიძის შემოქმედებაში ნამდვილად არის ისეთი ნაწარმოებები, რომლებსაც წლების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გულისყურით წაკითხვა სჭირდება:

“იჯდა ქრისტე და მდუმარე დიდხანს,
სილაზე თითით რაღაცას წერდა,
ჩაქოლვის დასტურს ელოდნენ მისგან,
და არ ცხრებოდა ყაყანი მტერთა.

შუაში იდგა ტურფა ასული,
შიშით ელოდა სასტიკ ბრძანებას,
წამით შეირხა ფიქრში წასული
ქრიტე და წერას თავი ანება.

– ამ ქალს საჯაროდ მრუში უწოდეს,
თვალს ავლებს იქ მყოფთ გულთამხილველი,
ნება აქვს მხოლოდ ყოვლად უცოდველს,
ქვა რომ ესროლოს ცოდვილს პირველი.

და ყველამ ჰკითხა სინდისს ნებართვა,
თუ აქვს ნებართვა ტყორცნა ითავოს?
ქვის სროლად ხელი ვერვინ შემართა,
უხმოდ გაშორდნენ მსხვერპლს სათითაოდ.

ეს განაჩენი დღეს რომ გვსმენოდა,
სულით მაღალის და გულით წმინდის,
ცოდვილს პირველი ცოტა ესროდა?
ბევრი ჰკითხავდა ნებართვას სინდისს?”