გოგა ჩანადირის გულწრფელი აღიარება

გოგა ჩანადირის გულწრფელი აღიარებაგოგა ჩანადირი – ფოტოხელოვანი ყოველთვის ეხმაურება იმ საკითხებს, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია:

“სამწუხაროდ, საქართველოში ქალების კულტის არსებობა ყალბია, ხოლო მათი სადღეგრძელოების წარმოთქმა, განსხვავებულით დალევა და ფეხზე წამოდგომა სპექტაკლია.

თამარის მეფობითა და წმინდა ნინოს მიერ ერის გაქრისტიანებით საქართველოში ქალების როლის აღიარება საკმარისი არგუმენტი არ არის.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქალებზე ისევ ძალადობენ, ქმრები მათ კლავენ იმის გამო, რასაც საკუთარ თავს პატიობენ, ცოლებს კი – არა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ის, რაც ეპატიებათ კაც მძღოლებს, ქალებს არ ვპატიობთ, რის გამიც კაცი არ განიკიცხება, ქალი განიკიცხება.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორო მდგომარეობაა სამსახურებში ხელფასის მხრივ ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქალს ყველაფრის უფლება არ აქვს, მაშინ, როცა ყველაფრის უფლება აქვს კაცს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქალთა უფლებები საკმარისად დაცული არ არის.
ვიდრე არ ვაღიარებთ, ქმრები ყოველთვის მოკლავენ ცოლებს.

და ეს ცოლები ჩვენი დედები, დები, შვილები, დეიდები, ბიცოლები, მამიდები, მეგობრები, მეზობლები არიან.”