გიორგი ჯაჯანიძე – “თუ ძალა შეგწევს, წაიკითხე!”

გიორგი ჯაჯანიძე - "თუ ძალა შეგწევს, წაიკითხე!"– თუ ძალა შეგწევს, წაიკითხე, თუ გინდა ნუ დამეთანხმები, – ამბობს ტელეწამყვანი და ფსიქოლოგი გიორგი ჯაჯანიძე:

“აგრესიული, ეჭვიანი და შურიანი ადამიანები არ იცვლებიან, ისინი მხოლოდ სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ და იცხოვრონ ისე, რომ არ შეეტყოთ თავიანთი უზნეო ბუნება.

თავიდან, საკუთარ თავს აიძულებენ იყვნენ ყურადღებიანები, ვითომ მოსწონთ ყველა და ყველაფერი, საუბრობენ თავიანთ გაკეთებულ სიკეთეზე, საკუთარ ნიჭიერებაზე და სხვის დაუნდობლობაზე.

დააკვირდით, ადამიანს, რომელიც წაიქცა, მარცხის შემდეგ გახდა კეთილშობილი და ჰუმანური. ის იძულებულია შეიცვალოს, რადგან დაკარგა გავლენა და აღარ აქვს ბერკეტი იყოს ის, ვინც არის.

ერთ ადამიანს ვიცნობდი, ქედმაღალს, აგრესიულს, კაცთმოძულეს და ეჭვიანს. ერთ დღეს ,,დიდება” დაკარგა, გახდა იძულებული კეთილი გამხდარიყო და ყველას მოფერება დაიწყო, ფეისბუქზე ყველას სურათს ,,ულაიქებდა” და სიყვარულს უხსნიდა, ისეთებსაც, ვინც ადრე სძულდა და ადამიანად არ თვლიდა.

ხელოვნურად და იძულებით გაკეთილშობილებული ადამიანები მუდმივი მარცხის პროცესში არიან, ისინი არასოდეს არ იცვლებიან.

ვიცნობდი კიდე ერთ ადამიანს, ყველას ეტენებოდა და ქებით ავსებდა, განსაკუთრებით, ვინც სჭირდებოდა, ან მისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

ბევრის მნახველი, დაკვირვებით, გამოცდილებით და სწავლით, გააზრებულად მივხვდი, რომ ძალიან ჰგავს ერთმანეთს ამპარტავნება, ქედმაღლობა, პატივმოყვარეობა, შური, ეჭვი და კიბო ეთმანეთს. ეს ყველაფერი ჭამს, ანადგურებს და კლავს ადამიანს.

ადამიანები ვერ სწაავლობენ სიცოცხლის სიყვარულს, აბა, რატომ სძულთ, რატომ კლავენ ერთმანეთს, რატომ ერჩიან ძლიერები სუსტებს? როგორ არის ყველა მართალი? ყველამ ყველაფერი როგორ იცის?

ძლიერი და დაუმარცხებელი მხოლოდ სიკვდილია, დანარჩენი ყველაფერი ფურფუშელა.

წაიკითხა, ვითომ გაიგო, ვითომ დამეთანხმა, თავისთავზე არ მიიღო. გააგრძელა გამწარებული ცხოვრება და არ იცის რისთვის ისჯება.”