გია ნიკოლაძის ყველაზე მაგარი რჩევა

გია ნიკოლაძის სასარგებლო რჩევა ქართველებსმომღერლის, კომპოზიტორისა და პოეტის გია ნიკოლაძის ყველაზე მაგარი რჩევა იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებებზე ფიქრობს:

“ადამიანის ფსიქიკააააააა..
მას ძალუძს სულის მართვა!
აქ მთავარია დროულად
მოასწრო ფიქრის ჩართვა…
ფიქრები რეალიზდება,
აგარტას ალის ძალით…
აქ მთავარია მოასწრო:
ქარით, ცეცხლით თუ წყალით…
რასაც იფიქრებ ის ხდები,
წმინდა გრაალის თასით…
რაშიც გსურს გარდაიცვლები,
სულის წონით და მასით…
ამ საიდუმლოს გვიმალავს
ფარისეველთა ფარი…
თუ გინდა ცეცხლად იქცევი,
თუ გსურს გახდები ქარი…
აქ მთავარია იცოდე;
თავიდან იყო სიტყვა
და მასში გარდაიცვლები
რაც შენ ფსიქოში ითქვა…
როცა ეს ცოდნა არა გაქვს,
ჯოჯოხეთშია სული…
მრავალი სახის სხეულში
მოგელის სუფთა გული…
ან თევზში გარდაიცვლები
ან ცხოველში და მწერში…
ან მოლუსკში და ფრინველში
ან რამე მცენარეში…
თუ ადამიანს ისურვებ?
გარდაიცვლები მასში…
ბევრია შესაძლებლობა
წმინდა გრაალის თასში…
თუ სამოთხეში ისურვებ?
სამ-ოთხის წევრი ხდები…
ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში
თუ ამ ყველაფერს ხვდები…
ისმინე სწავლის მძებნელო,
ენდე ბუნების სიტყვას…
იესოს ნაძერწ ნამგალებს,
მეტი რომ არა ითქვას…
დაიმახსოვრე, რა იცი,
ყოველი შემთხვევისთვის…
რადგან შეკითხვა არსებობს:
რატომ, საიდან, რისთვის…
არავინ იცის რა ხდება
გარდაცვალების მერე…
ეს ცოდნა გამოგადგება…
მე მხოლოდ გადმოვწერე…
თუ გინდა გადაივიწყე
და იოცნებე ძველი…
სადაც ის ხდება რაც ხდება
და შენ ვერაფერს შველი…
თუ გსურს ეს დაიმახსოვრე…
ბუნება იცან ღმერთად
და ქარში გარდაიცვლები
ვინც გსურს იმასთან ერთად…”