გია დანელია – ნამდვილი გენიოსი

გია დანელია - ნამდვილი გენიოსირეჟისორი გია დანელია რომ გენიოსია, ამაზე მის მიერ გადაღებული ფილმებიც მეტყველებს, თუმცა ჩვენ გვსურს ყურადღება მის სულ სხვა გენიოსობაზე გავამახვილოთ.

მოკრძალებული რეჟისორი არასდროს საუბრობდა პირად ცხოვრებაზე მით უმეტეს ისე, როგორც ზოგ-ზოგიერთები – ფართო საზოგადოებას გაზვიადებულად რომ მოუთხრობენ საკუთარ სასიყვარულო თავგადასავლებს.

ამაში გია დანელიას წიგნი “უბილეთო მგზავრი” დაგარწმუნებთ:

“სამჯერ ვიყავი დაქორწინებული – ირინაზე, ლიუბაზე და გალიაზე. გალიაზე ახლახან – ოცი წლის წინათ ვიქორწინე.

მეც მიყვარდა, მეც ვუყვარდი.

მეც ვტოვებდი, მეც მტოვებდნენ. ჩემი პირადი ცხოვრების შესახებ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.”