29 ივლისი, 2020

ძალიან საინტერესო ამბები “მონანიებაზე”

თენგიზ აბულაძის "მონანიების" გენიალური ეპიზოდითენგიზ აბულაძის ფილმს “მონანიება” თავისუფლად შეიძლება ეწოდოს თავისუფლების მანიფესტი!

ფილმი, რომელმაც მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და დღესაც აგრძელებს ათასობით ადამიანის მონუსხვას, ურთულეს პირობებში შეიქმნა.

შეუძლებელია დაგავიწყდეს პირველი ნახვით მიღებული შთაბეჭდილება, რომელიც დიდხანს, ძალიან დიდხანს მიგყვება.

თენგიზ აბულაძის შედევრი წელს კანის კინოფესტივალზე უნდა ეჩვენებინათ, თუმცა პანდემიის გამო, ფესტივალი ვერ შედგა. სამაგიეროდ, ეროვნულმა კინოცენტრმა “მონანიებას” რესტავრაცია ჩაუტარა და სპეციალური ვიდეოც გადაიღო, სადაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი საინტერესო ამბებს იხსენებს.