23 ივლისი, 2020

ძალიან მნიშვნელოვანი წერილი გია მურღულიასგან

გია მურღულია: "თანახმა ხართ, რომ ასეთი ლექსებით ისწავლონ თქვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა ქართული?"ფილოლოგი და პედაგოგი გია მურღულია საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვან წერილს აქვეყნებს:

“რამდენიმე ფრაზა ჩემი მომავალი მოსწავლისთვის:

ცხოვრების სკოლაში ყველაზე სამართლიან და ობიექტურ ნიშანს ადამიანი საკუთარ თავს უწერს – სხვებისთვის შერჩეული ნიღბით სარკეს ვერ მოატყუებ.

შემდეგ ღმერთთან მიდის ამ ნიშნით და მხოლოდ ის წყვეტს, შემდეგ კლასში გადაიყვანოს თუ არა. კლასი სულ ორია. პირველი მთავრდება, მეორეს ვერასდროს დაასრულებ.

ყველა თვითონ არის საკუთარი თავის განაჩენი.

არ უნდა იცხოვრო ისე, რომ მთავარ ზღურბლთან მცირე საგზალი არ მიგყვებოდეს და მხოლოდ უმიზეზო გულმოწყალების იმედი გქონდეს.

არ გაიხადო არსებით საფიქრალად კითხვა: “როგორ ვცხოვრობ?”

ამაზე იფიქრე: “რისთვის ვცხოვრობ?”

მხოლოდ ფიქრიც არ შველის საქმეს, თუ კიდევ ორი რამ არ ახლავს: თქვი და აღასრულე.

და ბოლოს:

არანაირ ცოდნას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ იცხოვრე იმის მიხედვით, რაც კარგი და სასარგებლო გისწავლია.

ყველა ეს ფრაზა თუ შეგონება ისეთივე ძველია, როგორიც ვარსკვლავი ცაზე. უბრალოდ, განგებამ ახლა შენ და მე შეგვარჩია გამგონედ და წარმომთქმელად.

ეს სიტყვები ჩვენს სულებსაც გაივლიან და გააგრძელებენ თავიანთ მარადიულ მოგზაურობას.”