გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული 17 გმირის საფლავი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ინფორმაცია მსახიობმა ედმონდ აბაშიძე-მინაშვილმა გაავრცელა:
“კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა შინდისის ბრძოლაში დაღუპული ჩვიდმეტი გმირის მემორიალს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარეობს…
სამარადისო დიდება გმირებს! შინდისის გულშემატკივრებს ძალიან მალე კიდევ ბევრი სიახლე გელოდებათ!”