25 ივლისი, 2020

დაუჯერეთ ნინო სურგულაძეს

ხმა მიეცით ნინო სურგულაძესოპერის მომღერალს ნინო სურგულაძეს გულრწფელად სჯერა, რომ არსებობს უანგარო სიყვარული, მეგობრობა, სიკეთე და ერთგულება:

“მჯერა, რომ არსებობს უანგარო სიყვარული, ერთგულება, თავგანწირვა, მეგობრობა, და საერთოდ სიკეთე….

ძალიან ხანმოკლეა ეს ცხოვრება… თანაც ძალიან… ერთ წამში შეიძლება დასრულდეს ყველაფერი, თუნდაც სიცოცხლე… სამყარო აღარ არის ისეთი, როგორიც იყო ადრე… სამწუხაროდ, უარესია ყველა მიმართულებით. ადამიანები ერთმანეთს უპირისპირდებიან… კლავენ… იმეტებენ… გულს ტკენენ და ანადგურებენ…

ვფიქრობ, მხოლოდ რწმენას შეუძლია ადამიანი გადაარჩინოს… სხვა ვერაფერს ვხედავ გამოსავალს… უღმერთობას მიჰყავს ადამიანი ყოველივე უმსგავსობისკენ და საშინელისკენ.

მინდა, რომ ქრისტემ გაიმარჯვოს ჩემს გულში ყოველთვის. თქვენც იგივეს გისურვებთ… ვისაც გწამთ…”