28 ივლისი, 2020

ჩარგლელი შვლის ნუკრის საოცარი ამბავი

ჩარგლელი შვლის ნუკრის საოცარი ამბავიმაშინ, როცა ვაჟა ფშაველა “შვლის ნუკრის ნაამბობს” წერდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ XXI საუკუნეში მისი მოგვარე – საბა რაზიკაშვილი ატირებულ შვლის ნუკრს ჩარგლის მახლობელ ტყეში იპოვნიდა და სახლში წაიყვანდა.

პატარა ნუკრის ამბავი მწერალმა მიხო მოსულიშვილმა გაავრცელა:

შვლის ნუკრი, სახელად „ნებიერა“ ჩარგლის მახლობელ ტყეში იპოვა იქაურმა საბა რაზიკაშვილმა, ნადირისგან იყო დაგლეჯილი და ტიროდაო… მიუყვანა შინ მამიდამისს – მარიამ რაზიკაშვილს… იმან მოუარა, უმკურნალა, სახელად „ნებიერა“ დააქვივნა და აი, როგორ ყოჩაღად გამოიყურება უკვე…

ჰო, ისევ რაზიკაანების გადასარჩენი გახდა ესეც…
და გადაარჩინეს კიდეც…
აბა, მაშ, ტყულად კი არ დაწერა იმ სულმნათმა და სულ მთავარმა რაზიკაშვილმა „შვლის ნუკრის ნაამბობი“…

P.S. და მცნობებმაც და ვერმცნობებმაც ეს ფარდაგიც შევიმჩნიოთ, რაკიღა ფერებითაც და ორნამენტებითაც ფშაურია ესა…
© ფოტო ლელა ნაყეურის, 2020″