8 ივლისი, 2020

ბესიკ ხარანაულის საოცარი წერილი დავით წერედიანზე

დავით წერედიანის შედევრიპოეტსა და მწერალს ბესიკ ხარანაულს თავის კოლეგაზე პოეტსა და მთარგმნელზე დავით წერედიანზე ძალიან საინტერესო ჩანაწერი აქვს:

“დათო წერედიანი ჩვენი დროის უნიკალური მოვლენა იყო: პოეზიის გარდა მას არაფერი ახარებდა, პოეზია გახლდათ მისი ცხოვრების გვირგვინი. ის გახლართული იყო პოეზიაში, როგორც აბრეშუმის პარკში – თითქმის პირდაპირი გაგებით. ის ეჭვიანობდა მის გამო, მისთვის, მასზე. ის იყო დათოს სიყვარული – პირველი და უკანასკნელი, რადგან დათოსთვის პოეზია ყოფიერებაც იყო და ცნობიერებაც.

მე არ ვიცნობდი მეორე ადამიანს, რომ მოექსოვა თავისთვის ბადე და თავი ეგრძნო მასში, როგორც საკუთარი ძალებისთვის შესაფერ სივრცეში და რაც დღეს გვაქვს ხელთ დათო წერედიანის მრავალფერი მემკვიდრეობიდან, ეს არაა სრული დათო – დათომ უკეთესი თან წაიღო. რა იყო ნეტა?!“