ანიტა რაჭველიშვილი გვაფრთხილებს

ანიტა რაჭველიშვილი სასულიერო პირმა დაწყევლაოპერის მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი გვაფრთხილებს, რომ არსად ევროპაში არ არისი ისეთი სიმკაცრე კორონა ვირუსთან დაკავშირებით, როგორც საქართველოში:

“წაიკითხეთ გთხოვთ!

11 ივლისს ევროპაში გავფრინდით! კონცერტების გამო! ამსტერდამის გავლით ათენში ჩავფრინდით! ერთი ღამე ამსტერდამში დავრჩით, რადგან ათენზე პირდაპირი ფრენა მეორე დღეს იყო. არანაირი კარანტინი არ ყოფილა ამსტერდამში! ნიღაბი სავალდებულო იყო. ათენში ჩაფრენისას გაგვიკეთეს ტესტი და არანაირ “ციხეში” არ გავუშვივართ. 24 საათის მერე გვითხრეს, რომ არ გვაქვს კორონა და შეგვიძლია თავისუფლად ვიმოძრაოთ ყველგან, თუმცა არც იმ 24 საათის განმავლობაში ვიყავით ვალდებულები “ციხეში” ვმჯდარიყავით!

ნიღაბი სავალდებულოა ყველა დახურულ სივრცეში. ათენში ხალხი ფრთხილობს, მაგრამ ყველაფერი ღიაა და სიცოცხლე ჩქეფს!

ორი დღის წინ იტალიაში ჩამოვფრინდით. ყველამ იცით რა მძიმე მდგომარეობა იყო იტალიაში და როგორი ტრაგედია დატრიალდა აქ კორონას გამო. მილანის აეროპორტში ჩამოვფრინდით და ყველგან მონიტორები დგას და სიცხე ეზომება აეროპორტის სივრცეში ყველა ადამიანს. ნიღაბი სავალდებულოა აქაც. არანაირი კარანტინი. მანქანაზე დავჯექით და ნეაპოლში წამოვედით. გზად ბევრგან გავჩერდით. ნიღაბი ყველას ეკეთა, მაგრამ ყველაფერი ღია იყო გზებზე და სიცოცხლე ჩქეფდა. მართალია ამბობენ მილანიც და რომიც ზომბების ქალაქებს ჰგავს ისეთი ცარიელია, მაგრამ ციხეში არავინ ჩაგვსვა. კორონა არ გვაქვს, რადგან ტესტი ჩაგვიტარეს ათენში და ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. თუმცა ნიღბებით დავდივართ მაინც. ნეაპოლში ნამდვილი სამოთხეა. ხმაური, უამრავი ხალხი, ყველაფერი ღიაა და ნიღბები აქაც სავალდებულოა შენობაში რომ შედიხარ. დისტანციას იცავენ ყველგან! არავინ გემუქრება 2-კვირიანი ციხით.

ვზივარ ეხლა აქ და რამოდენიმე დღეში კონცერტია, ვზივარ და ვფიქრობ – უკან რომ დავბრუნდები რა მელის! ლოგიკას აცდენილი, მოძალადეობრივი რეჟიმის მიერ დადგენილი ციხე, მიუხედავად იმისა, რომ ტესტი ჩამიტარეს და ვიცი არ მაქ კორონა. ძალიან ფრთხილი ვარ და ყველა უსაფრთხოების ზომებს ვიცავ. რომ ვამბობ სახლში დაბრუნებულს “ციხეში” მიშვებენ-თქო ვერ ხვდებიან რატომ! ხომ არსებობს 24-საათიანი ტესტებიო! ხო და ვზივარ და ვფიქრობ, რა კარგად იყენებს ეს მოღალატეების მთაბრობა ამ ექიმებს იმისთვის, რომ მთელი ერი და ქვეყანა ისე ატრიალოს, როგორც თვითონ უნდათ!

ჩვენ ვიჯდეთ და ხმა არ ამოვიღოთ! მონობას გვაჩვევენ და ჩვენც ვდუმვართ!

მართლა ყელში ამოვიდა ყველაფერი!”