8 ივნისი, 2020

უსამართლოდ დაჯარიმებული თინათინ მაღალაშვილი

უსამართლოდ დაჯარიმებული თინათიან მაღალაშვილიდიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ირწმუნება, რომ სრულიად უსამართლოდ დააჯარიმეს:

“არ მესმის, რატომ გაქვთ იმედი, რომ ბიზნესი ისევ წამოდგება ფეხზე! როცა ელემენტარულ საკითხებს ვერ აკონტროლებს სახელმწიფო!

ობიექტზე გადავიხადე გაზის გადასახადი და დავკეტე კარანტინიდან გამომდინარე. აპრილში მოვიდა მარტის ნარჩენის ქვითარი, მაგრამ რადგან ვერ გადავიხადე, დაამატეს ჩაჭრის და ჩართვის გადასახადი! (არც ჩაჭრილია და არც ჩართვას საჭირეობს ამ დროს)!

ობიექტიც რამდენიმე დღეა გავხსენით და კაცმა არ იცის, რა გველოდება – ამიხსენით, ხალხნო, იძულებით დახურულ, კანონით დახურულ ობიექტს – კარანტინის პირობებში – რატომ უნდა დაედოს ჯარიმა – ამიხსნით ვინმე? დახურულ ობიექტზე სამი თვის 15-15 ლარი მარტო დასუფთავების გადავიხადე – დახურულ ობიექტზე! – ეს ნორმალურია?

ვინმეს რამე დახმარება გაქვთ მიღებული? ვინც ბიზნესს ქმნით? დახმარებას ვინ ჩივის, იმას მაინც მიაქციეთ ყურადღება, რაც არ დამიხარჯავს, ის რომ არ გადავიხადო!”