4 ივნისი, 2020

ულამაზესი ჯამეები განადგურებულია

ულამაზესი ჯამეები განადგურებულიააჭარაში ხის სახლები – ულამაზესი ჯამეები დაუდევარი მოპყრობით განადგურებულია – მათ ავთენტური სახე ჭრელა-ჭრულა საღებავებით დაკარგული აქვთ.

ნანა მეფარიშვილი:

“ბოლო პერიოდია აჭარაში ერთ პროექტზე ვმუშაობ. კონკრეტული პროექტია, კონკრეტულ ადგილზე მიბმული, ჯამეებთან კავშირში, ასე – პირდაპირ, არც არის… უბრალოდ მოვხვდი იგივე სოფლებში, რომლებშიც მაშინ, 2007-ში, თვალის შევლება და გახსენება მომინდა და…

არც მინდა ვიფიქრო, რომ, შესაძლოია, სხვა სოფლებშიც იგივე ხდებოდეს…

არავის ბრალია ეს… მოვლა და დაცვა უნდათ, მაგრამ – არ იციან, როგორ…

ამას რა ჰქვია – ვერ ვიცი… მაგრამ ვიცი, რომ დაცვა, მოვლა და მოფრთხილება არ ჰქვია…

საერთოდ დაკარგულია, ან – დაიკარგება რაც ფასეულია, რაც ლამაზია, რითაც უნდა ვიამაყოთ…

ჩვენი წარსულია ეს და აწმყოც, ჩვენი ისტორიაა, ჩვენი კულტურის ნაწილია…

შეღებვა რომ სხვა კულტურის ნაწილია, ეგ მესმის… მაგრამ ვერაფრით ვიგებ საღებავის ფერს, ინტენსივობას, ლაქის ხარისხს, და – რაც მთავარია – ღებვის “ოსტატობის” წარმოუდგენლად დაბალ დონეს…

საერთოდ აღარ ჩანს ხეზე ნაკვეთი… ჭრელა-ჭრულა საღებავს და პრიალა ლაქს მიაქვს თვალი…

ამ ფოტოებზე რაც არის, ამათი გამოსწორება ძალიან რთულია (თუ შეუძლებელი არა) და იქნებ შემდეგი ჯამეები მაინც გადავარჩინოთ?

ახსნით…
მოფერებით…
სიყვარულით…
თემა ფაქიზია, ჰო… მაგრამ იქნებ გამოგვივიდეს?
უნდა გამოგვივიდეს!
რამე მოვიფიქროთ რა, გევედრებით…”

მარცხნივ 2007 წლის ფოტოა                 მარჯვნივ – 2020 წლის ფოტო

ულამაზესი ჯამეები განადგურებულია

ულამაზესი ჯამეები განადგურებულია

ულამაზესი ჯამეები განადგურებულია