7 ივნისი, 2020

უარი ქეთი მელქაძეს ნამუშევრების გამოფენაზე

უარი ქეთი მელქაძეს ნამუშევრების გამოფენაზეუნიჭიერესი ხელოვანის ქეთი მელქაძის ნამუშევრები საზღვარგარეთის ქვეყნების მუზეუმებში, პრესტიჟულ ადგილებსა და ცნობილი ადამიანების საკუთრებაშია. პროფესიით ფილოლოგის მიერ ლითონის ბადისგან შექმნილი სკულპტურები არავის ტოვებს გულგრილს.

სამაგიეროდ, მას უარი უთხრეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მერიებმა შეთავაზებაზე ანაზღაურების გარეშე ამ ქალაქებში საკუთარი ნამუშევრები განეთავსებინა:

“ჩემთვის ძვირფასებო. ნებისმიერ თქვენთაგანს ჩემად გთვლით და თავს ვალდებულად, რომ უყურადღებოდ არც ერთი მეგობარი არ დამრჩეს, ნებისმიერ თქვენს კითხვას გავცე პასუხი. ამ სტატუსსაც იმიტომ ვწერ, რომ რამოდენიმე თქვენთაგანს ერთდროულად გიპასუხოთ და არა იმიტომ, რომ თუნდაც ოდნავ მწყდება რამეზე გული. ღმერთმა დამიფაროს! დილით შემიძლია მზის ამოსვლა ვნახო, საღამოს კი თავს ვკითხო, ვის რა ვარგე და იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყო, ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია. ამას არც იმიტომ ვწერ, რომ მინმეს განკითხვა მინდა, ან მოსმენა. ისედაც ვიცი, ვინ ვინ არის.

თბილისის, ქუთაისის, ბათუმის მერიებისთვის შეთავაზებული ჩემი წინადადებები, სადაც მე ანაზღაურების გარეშე ვიყავი თანახმა, ამ ქალაქებში განმეთავსებინა ჩემი ნამუშევრები, უყურადღებოდ დარჩა. თან ქალაქისთვის რამის გაკეთება, ეს არ არის ის, რასაც მინდა რომ ვაკეთებ სახლში. მერწმუნეთ, ეს არაადამიანური შრომაა რამოდენიმე თვე. რადგან თქმა ვიცი ერთხელ და ხვეწნა, ჩაწყობა ჩემგან შორს არის, თემას აღარასოდეს ვუბრუნდები. ამიტომ კითხვა – რატომ არის ჩემი ნამუშევრები საზღვარგარეთ და არა აქ, ჩემი პასუხია – იმიტომ რომ. რასაც საჭიროდ ვთვლი, რაც შემიძლია სამშობლოსათვის გავაკეთო, ისედაც ვაკეთებ და ყველაფერსაც არ ვდებ სოცქსელში. არჩევნებისთვის ხომ არ ვემზადები.

საზღვარგარეთის ბევრ ქვეყანაში ჩემი ნამუშევრები მუზეუმებში, პრესტიჟულ ადგილებზე და ცნობილი ადამიანების საკუთრებაშია. თითქმის ყველაფერი კი, საქართველოს სახელით, თქვენი სახელით მაქვს გაგზავნილი.”

უარი ქეთი მელქაძეს ნამუშევრების გამოფენაზე

უარი ქეთი მელქაძეს ნამუშევრების გამოფენაზე

უარი ქეთი მელქაძეს ნამუშევრების გამოფენაზე

უარი ქეთი მელქაძეს ნამუშევრების გამოფენაზე

უარი ქეთი მელქაძეს ნამუშევრების გამოფენაზე