19 ივნისი, 2020

ცამდე მართალი გოგა პიპინაშვილი

ცამდე მართალი გოგა პიპინაშვილიმსახიობი გოგა პიპინაშვილი სიმართლის მოყვარულია, ამიტომაც ხშირად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ფიქრი თბილისი და თბილისელებია:

“მთელი ცხოვრება ვამაყობდი, თუმცა სულაც აღარ მინდა ამ თბილისის თბილისელობა. როცა ჩემი თბილისი არსებობდა, მაშინ ქალის თანდასწრებით უხეშ სიტყვასაც კი ვერ იტყოდა მამაკაცი, დღეს კი ეს ტელე თუ კინოეკრანებიდან იღვრება.

მითხარით, რა არის ეს? თავისუფლების ხარისხი? აი, აქედან იწყება ჩემთვის ყველაფერი და იქ მთავრდება, როდესაც არანაირი ცენზი აღარ არსებობს!”