30 ივნისი, 2020

თბილისის ბავშვთა კაპელას მსოფლიო აღიარება

თბილისის ბავშვთა კაპელას მსოფლიო აღიარებათბილისის ბავშვთა კაპელას და მის ხელმძღვანელს გელა ფარჩუკიძეს ლეგენდარული ჯგუფის “ქვინის” სიმღერის უბადლო შესრულებით დიდი ხანია იცნობენ როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

კაპელას უნიჭიერესმა წევრებმა მსოფლიო აღიარება მოიპოვეს და “ქვინის” ქავერების საუკეთესო შემსრულებელთა შორის დასახელდნენ.

გელა ფარჩუკიძე:

“მადლობა ღმერთს… გვიხარია და ვამაყობთ, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული შოუს Got Talent-ის ცენტრალურმა, ანუ ამერიკულმა “უფროსობამ” (Got Talent Global) “ქუინი”-ს ქავერების საუკეთესო შემსრულებელთა რიგებში თბილისის ბავშვთა კაპელის – ქართველი ბავშვების ნამღერი შეიყვანა…

ეს იგივეა ინგლისელი ან ამერიკელი ქართული სიმღერის შემსრულებელთა საუკეთესო შვიდეულში რომ შეიყვანო… ვულოცავ ჩემს ოჯახს – კაპელას, ჩემს პატარა პრინცესებს და პრინცებს, მათ ოჯახებს ამ აღიარებას… თბილისის ბავშვთა კაპელა ხომ ქათული პროექტია. იხარე საქართველო!”