თათია შარანგიას შვილს წყევლიან

თათია შარანგიას შვილს წყევლიანპიანისტის თათია შარანგიას 10 წლის შვილს წყევლიან. მიზეზი კი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, რომ დიდი ბაბუის მოსახელეა – ედუარდ შევარდნაძეა:

“გადავავლე 300 კომენტარს თვალი და არ მჯერა ამხელა ბოროტების, შურის, ღვარძლის…

10 წლის ბავშვს პოლიტიკაზე ედავებიან კომენტარებში, წყევლიან და წერენ, რომ არაფერი შეერგება… რადგან ედუარდ შევარდნაძეა… (ოღონდ ედუა და 10 წლის არის)…

არის მეორე კატეგორია, ვისშიც შინაგანად მშობელი ცხოვრობს და რა დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ჩემი შვილების დიდი ბაბუის მიმართ, ხვდებიან რომ ბავშვია, საყვარელი ბავშვი, როგორც ყველას შვილი და ამ უზნეობას აპროტესტებენ – მადლობა მათ…

ვისთვის კარგია ბატონი ედუარდი, ვისთვის ცუდი… ვისაც ობიექტური ხედვა აქვს მისი პოლიტიკური კარიერის მიმართ, ვისაც სუბიექტური… ვის წინაპარსაც მეოთხედი არ გაუკეთებია არც სამშობლოსთვის და არც ოჯახისთვის და ისე მარტივად განიკითხავს მსოფლიო პიროვნებას… ყველას სრული მორალური უფლება აქვს პატივს სცემდეს თუ არა საქართველოს მეორე პრეზიდენტს…

ყველაფერს ეშველება, მაგრამ იმ კატასტროფას, რასაც ბავშვის მიმართ განუკითხაობა ჰქვია, იმ საშინელი კომენტარების ავტორების ბინძურ სულს, ვინც ბავშვს აქ წყევლის და ლანძღავს, მათ არაფერი ეშველებათ… გულით მეცოდებიან და გულით მინდა მიეტევოთ, ჩემი 10 წლის შვილის აცრემლებული თვალები, რომელიც ამ კომენტარებს კითხულობს…

ყველას შვილს ნათელი მომავალი და ბედნიერება!”