14 ივნისი, 2020

სულ სხვანაირი შოთა რუსთაველი

სულ სხვანაირი შოთა რუსთაველიშოთა რუსთაველი და მისი პოემა “ვეფხისტყაოსანი” საუკუნეებია აქტუალობას არ კარგავს.

ხელოვან დათო სიმონიას შოთა რუსთაველი სულ სხვანაირად წარმოუდგენია:

“ვეფხისტყაოსნის” დაწერისას, უკმაყოფილო იყო მაშინდელი როგორც საერო, ისე სასულიერო საზოგადოება, რის გამოც რუსთაველი, მისი ბიოგრაფია და ნამდვილი სახელიც კი ჟამთასვლის ბურუსში ჩაიკარგა…

ამის მიუხედავად, პოემამ გააგრძელა არსებობა და დიდწილად განსაზღვრა ქართული იდენტობა.

არსებობს ბევრი შეხედულება, თუ რა არის ამ ეროვნული ეპოსის მთავარი გზავნილი. იდეებს შორის იკვეთება აზრი, რომ უპირველეს ყოვლისა, “ვეფხისტყაოსანი” ამბავია ირაციონალურისა (ტარიელი) და რაციონალურის (ავთანდილი), გულისა და გონების გაერთიანებაზე. როცა ერთმანეთისთვის უცხო, განსხვავებულ ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და გუნდური მუშაობით მიაღწიონ მიზნებამდე. ესაა ეპოსი ძმობაზე, პოლიფონიის მშვენიერებაზე, სიძლიერესა და უცხოს გაგებაზე.

დღეს, როცა ჩვენი საზოგადოება აჭრელებულია “უთვალავი ფერითა” შესაძლოა რუთაველის გადამეორება დავეხმაროს, უკეთ გავუგოთ ერთმანეთს და შევძლოთ ის, რაც ასე აკლია ქართულ ხასიათს – ერთობა.”