8 ივნისი, 2020

სასიხარულო ინფორმაცია ნიკა აგლაძის გულშემატკივრებს

ნიკა აგლაძეს ჩვენი დახმარება სჭირდებაინტელექტ-კლუბის “რა? სად? როდის?” მოთამაშე დავით რაფავა ერთ-ერთ უძლიერეს მოაზროვნეზე ნიკა აგლაძეზე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს:

“მინდა გაგახაროთ: განვაახლეთ ვარჯიშები ნიკასთან ერთად, რომელიც შესანიშნავ ფორმაში გახლავთ.”

ნიკამ ურთულესი ოპერაციები გადაიტანა, მას თურქეთში კავერნომა ამოკვეთეს, თუმცა მდგომარეობა მალევე გართულდა და მოაზროვნეს ნეიროქირურგების დახმარებაც დასჭირდა. საბედნიეროდ, ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ახლა თავს კარგად გრძნობს.