რეზო ლაღიძის განუმეორებელი შედევრი

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისშიკომპოზიტორ რეზო ლაღიძის შემოქმედება შედევრებისგან შედგება. მისი ნაწარმოებები ათეულობით წლებია მსმენელში ინტერესს არ კარგავს.

რეზო ლაღიძის მუსიკა არაერთი მუსიკოსის შთაგონების წყარო გამხდარა. გამონაკლისი არც ლევან შენგელიაა. მან არჩევანი კომპოზიტორის კინომუსიკაზე გააკეთა და ფილმისთვის ხევსურული ბალადა” დაწერილი ნაწარმოები თავისებური ინტერპრეტაციით ააჟღერა.