1 ივნისი, 2020

პაატა ბურჭულაძე ბავშვთა დაცვის დღეზე

პაატა ბურჭულაძე გვილოცავსოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ჰიმნს აქვეყნებს და პატარებს ასე ულოცავს:

“დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა… ჩვენი ქვეყანა ბედნიერი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა არც ერთი გაჭირვებული და მშიერი ბავშვი აღარ გვეყოლება. განათლებული და დაცული თაობა – ეს უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის პრიორიტეტი! მადლობა მინდა გადავუხადო ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც ბავშვებზე ზრუნავს. მადლობა ფონდ „იავნანას” და მის მეგობრებს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი შრომა გასწიეს რეინტეგრაციისა და პრევენციის პროგრამის ფარგლებში, გაამთლიანეს ოჯახები და ბავშვები დაუბრუნეს საკუთარ ოჯახებს.

ყველა ბავშვს აქვს უფლება ჰქონდეს „თბილი სახლი“ და, რაც მთავარია, იზრდებოდეს დაცულ გარემოში საკუთარ მშობლებთან ერთად!

გავიხსენოთ „იავნანას“ ჰიმნი და ვისურვოთ, რომ მალე იზეიმოს სამართლიანობამ, რათა კვლავ გავერთიანდეთ და ფონდმა აქტიურად შეძლოს ბავშვების დახმარება.”