ოთარ ჭილაძე ეროვნებაზე

ოთარ ჭილაძე ეროვნებაზეეროვნებასა და ეროვნულობაზე ბევრს ვმსჯელობთ და ვკამათობთ, მაგრამ ალბათ ამ საკითხზე არასდროს გვიფიქრია ისე, როგორც მწერალი და პოეტი ოთარ ჭილაძე ფიქრობდა:

“ეროვნებაც სიქალწულესავითაა – თუ დაკარგავ, ვეღარასოდეს დაიბრუნებ, მაგრამ სიქალწულისგან განსხვავებით, მისი დაკარგვა სრულებითაც არ არის სასურველი. ჩვენ კი ძალით ვაკარგვინებთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს და, რაც მთავარია, დარწმუნებულები ვართ, სწორად ვიქცევით, დროულად ავუღეთ ცხოვრებას ალღო და ქეჩოზე მოვექეცით ჩვენს წასალეკად აფოფრილ ტალღას, საიდანაც ყველასათვის ერთნაირად საიმედო მიწა კი მოჩანს, მაგრამ ჯერ ღმერთმა იცის, რა გველოდება ამ მიწაზე.”