მწერალ ნოდარ დუმბაძეს და რეჟისორ რეზო ჩხეიძეს არაერთი განსაკუთრებული ისტორია აქვთ, მაგრამ ამბავი, რომელსაც “არტ ინფო” გაგაცნობთ, შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანს” შეეხება:
რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ სერვანტესის “დონ კიხოტის” ეკრანიზაციასთან დაკავშირებით თათბირი დანიშნა და თან ინგლისელი კოლეგა მიიყვანა.
სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ “ვეფხისტყაოსანი” გადაიღეთო.
– აი, ჩვენ კი გავთავხედდით, – დასძინა მან, – “ქართულ ფილმთან” ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება…მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან-დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო’ტული, ავთანდილს – ალენ დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს – ენტონი ქუინი…
– რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! –გაკვირვებულმა იკითხა ვიღაცამ.
– როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე – ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?
