4 ივნისი, 2020

ნიკოლოზ ბარათაშვილი ასეთი ჯერ არ გინახავთ

ნიკოლოზ ბარათაშვილი ასეთი ჯერ არ გინახავთრომანტიკოსი პოეტი ნიკოლოზ ბარათაშვილი ხელოვან დათო სიმონიასთვის სულაც არ ასოცირდება პასიურ და უბედობისგან გაწამებულ პერსონაჟთან:

“რატომღაც ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩვენს ასოციაციებში არსებობს, როგორც მხოლოდ რომანტიკოსი, პასიური და უბედობისგან გაწამებული პერსონაჟი. სინამდვილეში, არსებობს მისი სხვა სახეც…

ის იყო ანცი, ენაწყლიანი, გონებამახვილი, სიყვარულისგან მუდმივად აალებული, მოლხენისა და მუსიკის მოყვარული…

როცა მაშინდელი საქართველოს იდენტობა რუსულმა იმპერიამ გააფერმკრთალა, მისი ახალგაზრდული სული პოეზიით დაუპირისპირდა რეჟიმს. თავისუფლების მერანით გაქროლებულმა გაკვალა ის გზა, რომელსაც შემდეგ შეუდგა ილია ჭავჭავაძე.

დღეს, როცა ჯერ კიდევ მიდის ის ბრძოლა, რაც XIX საუკუნის საქართველოში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ბარათაშვილის მებრძოლი, დაუდგრომელი სული და როცა დავიღლებით, გავმხნევდეთ მისი პოეზიით:

“ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!”