მიშო სულუხიას გულითადი თხოვნა

მიშო სულუხიას გულითადი თხოვნამომღერალი მიშო სულუხია საზოგადოებას გულითადი თხოვნით მიმართავს, რომელიც ერთი ადამიანის ცხოვრების გალამაზებას ეხება:

“ერთ ამბავში ჩაგრთავთ და ვინ იცის, იქნებ შეძლოთ რამით დახმარება…

ჩემს გვერდით ეზოში, ერთი სიკეთით სავსე ქალი ცხოვრობს და წლებია, მძიმე სენს მამაცურად ებრძვის და უმკლავდება. მთელი ბავშვობა მისი ყვარლიდან გამოგზავნილი ნობათით, ჩურჩხელებით და საგულდაგულოდ მოდუღებული გემრიელი თათარათი გადავიარე. პირველ სართულზე ფანჯარას რომ გააღებს, ჩემი სახლის ეზოსა და გაზონს უყურებს. ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ ბროწეულის ხის ყვავილი განსაკუთრებით უყვარს და მასში სხვაგვარ ემოციას იწვევს, დიდი ხანია ვერც მშობლიურ ყვარელში ახერხებს წასვლას და გაზაფხულით ტკბობას და, მოკლედ, ამ ნოსტალგიით აქვს გული სავსე…

რომ წარმოვიდგენ, რომ ადამიანი რაიმეთი შემიძლია გავაბედნიერო, სანამ ამ გეგმას ბოლომე არ მივიყვან, ვერ მოვისვენებ.

ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი მიწინ ნაკვეთზე, რომელიც მისი ფანჯრების წინ ჩაივლის, ბროწეულის ხეივანი გავაშენო და რამოდენიმე ხე ერთად დავრგო, რომ გაზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომის ბოლომდე ბროწეულის წითელ და ლამაზ ყვავილებს უყუროს. ნაყოფს ბავშვები არ დაამწიფებენ, მაგრამ ყვავილები ხომ შეგვრჩება.

ამ იდეის მთავარი სირთულე კი ის არის, რომ პაწაწინა ნერგების გაზრდას კიდევ წლები დაჭირდება და დრო არ იცდის…

თუ ამ ტექსტის შინაარსსაც კარგად ჩაწვდით იმასაც მიხვდებით, როგორ დამეხმარებით, თუ მოზრდილი ზომის ბროწეულის ხეს, რომელიც კახეთში მრავლად არის და ასეთი ნაცნობი თქვენც შეიძლება გყავდეთ, ვისაც ეზოში უდგას და ერთ ცალს საჩუქრად დაგვითმობს. გადარგვის, ტრანსპორტირების და ტექნიკურ ხარჯებს, თავისთავად, მე ვუზრუნველყობ. თქვენ ოღონდ გაიღეთ. თან ერთი ხე უკვე ვიშოვნე… კიდევ რამდენიმე მინდა. გული მიგრძნობს ამ საქმიდან რაღაც გამოვა მთავარი მონდომებაა.”