26 ივნისი, 2020

მიხეილ ზაქარიაშვილის კატეგორიული გაფრთხილება

მიხეილ ზაქარიაშვილს გაჩუმებას ურჩევენმომღერალი მიხეილ ზაქარიაშვილი ოფიციალურად აცხადებს და კატეგორიულად აფრთხილებს ყველა იმ ახალგაზრდებს და მშობლებს, ვინც მის შვილებს უსამართლოდ შეეხება:

“ოფიციალურად ვაცხადებ იმ ახალგაზრდების და მათი მშობლების გასაგონად – ვინც ჩემს შვილებს უსამართლოდ შეეხება და რაიმე ძალადობას ჩაიდენს მათ მიმართ და რომელიმე მათი მეგობარი ან ხელისუფლების წარმომადგენელი ან ნებისმიერი ადვოკატიც დანაშაულის მონაწილეს გამართლებას და დაცვას შეეცდება და დაფარავს დანაშაულს თავისი ,,გამჭრიახი გონებით”, ყველას გავანადგურებ მშობლების თვალწინ ისე, რომ არ დაველოდები არანაირ სამართალდამცავების გაწელილ გამოძიებას!

ეს იქნება პრეცენდენტი იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს კუნთმაგარი, ხულიგანი ბაბულიკების მოძალადეობა წესიერ, განათლებულ ოჯახში გაზრდილ ბავშვებზე! არავის დავინდობ და ამას გავაკეთებ ყოველგვარი ახსნა-განმარტების და სინდისის ქენჯნის გარეშე…

მიხედეთ და გაზარდეთ ადამიანის მოყვარული ბავშვები, მარტო ეკლესიაში მორწმუნე სიფათების მიღება,სანთლების დანთება და ფულის მოხოვნა უფალთან არ გიშველით, შე..ცი მე თქვენს ფულებს და პოლიტიკურ მოღვაწეობას! დავიღალე შიშით ცხოვრებისგან ყოველ ბავშვების სათამაშოდ გასვლაზე… რადგან დახვრეტა გაუქმებულია და სამართალდამცავები ვერ ახერხებენ ჩვენი შვილების დაცვას, მე ავასრულებ ამ კანონს! სულ ფეხებზე მკიდია მოძალადედ ჩამთვლის ვინმე თუ რად!

მოგიკლავენ სიმწრით, ვალებით, შრომა-წვალებით გაზრდილ შვილებს, მერე ჩაჯდებიან ბაბულიკების შვილები ციხეში, ბლატაობენ რა მაგარი ბიჭები არიან და მიდის პერედაჩების გადაცემა-გადმოცემა და ჩალიჩი ,,სროკის” განახევრებაზე ყოველი მთავრობის შეცვლის მერე!

ჩემი შვილების გასაგონადაც ვამბობ და ვაფრთხილებ, თუ ასეთ რამეს ჩაიდენთ, ჩემი იმედი ნუ გექნებათ და მეტიც – არ დაველოდები გამოძიებას, ჩემი ხელით დაგხოცავთ ორივეს! თქვენ მაინც კარგად იცით, რომ ამის გაკეთება შემიძლია თუ გადამეკეტა უსამართლობის გამო ჭკუა, იცით, რომ არ დაგინდობთ! მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაგამართლებთ – თუ ვინმე მოკვლას დაგიპირებთ უსამართლოდ ან დაჩაგვრას. ადრე გაუბნებოდით გამოეცალეთ ასეთებს-მეთქი, ახლა გეუბნებით – თავი არ მოაკვლევინოთ მამა ნაძირლებს… თავი დაიცავით ყველანაირი ხერხით! წერტილი…

სისხლი სისხლის წილ თუ მოგწონთ და მისაღებია ამ ქვეყანაში, მაშინ მიიღებთ ჩემგან და არავის მოვუწოდებ იგივე გააკეთოს… გთხოვ, გევედრები, უფალო, ნუ ამკიდებ ამ დიდ ცოდვას ნურც მე და ნურც ნურავის.”