27 ივნისი, 2020

მესტიის თეატრით რეტდასხმული გიორგი კალანდია

მესტიის თეატრით რეტდასხმული გიორგი კალანდიალეო ფილფანის სახელობის მესტიის თეატრმა ისტორიკოს გიორგი კალანდიას რეტი დაასხა. როგორც თავად ამბობს, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:

“ჩემმა მეგობარმა მსახიობმა გიორგი გასვიანმა აიჩემა – წამო, მესტიის ახალი თეატრი ვნახოთო. უარი ვერ ვუთხარი, არადა, გულში ვფიქრობდი, რა თეატრი უნდა იყოს მაღალმთიან რეგიონში-მეთქი…

რომ მივედი დიდხანს რეტდასხმული დავდიოდი: ულტრათანამედროვე დიზაინის ნაგებობა, მარმარილოს იატაკითა და კედლებით, ბრწყინვალე განათებით, სუპერ სცენით, 180-კაციანი დარბაზით, სასტუმროთი, ხმის ჩამწერი სტუდიით…

ყველაფერი ეს კი მსახიობ გეგი ფალიანის თაოსნობითა და ენთუზიაზმით გაკეთებულა, საშვილიშვილო საქმე აზიის განვითარების ფონდსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაუფინანსებია.

მოკლედ, ლეო ფილფანის სახელობის მესტიის თეატრი ჩვეულებრივი ევროპული კულტურის ცენტრია.”

მესტიის თეატრით რეტდასხმული გიორგი კალანდია

მესტიის თეატრით რეტდასხმული გიორგი კალანდია