22 ივნისი, 2020

მერილ სტრიპი – სამაგალითო მსახიობი

მერილ სტრიპი - სამაგალითო მსახიობიმსახიობი მერილ სტრიპი ნამდვილად სამაგალითოა. საოცარი პროფესიონალიზმისა და უმაღლესი საშემსრულებლო მონაცემების გამო, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას გულშემატკივართა უდიდესი არმია ჰყავს.

არანაკლებ საინტერესოა მისი შეხედულებები ოჯახზე, მეუღლეზე, მოდაზე, ყოველთვის გულწრფელად საუბრობს იმ საკითხებზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია.

“ყოველთვის ვიცოდი, რომ ოჯახით ვიქნებოდი შეპყრობილი. ზოგი რელიგიით არის შეპყრობილი ან რაღაც სხვით. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სწორად მეპოვნა ცხოვრების მეგზური და ოჯახი შემექმნა. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი მარტოხელა!

არ ვიცი, რას ვიზამდი ჩემი ქმრის გარეშე. ალბათ, მოვკვდებოდი – ყოველ შემთხვევაში, ემოციურად მაინც. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი გზებო ოდესმე შეიძლებოდა არ გადაკვეთილიყო – ის გენიალურია!

ჩემი აზრით, ყველამ უნდა იპოვოს თავისი საკუთარი გზა. ყველას თავისი წესები აქვს და სამყაროსა თუ საკუთარი თავის სხვადასხვა გაგება. ეს ის არ არის, რასაც სხვები გეუბნებიან, ეს არის შენი შინაგანი ხმა. მას უნდა უსმინოთ.

ჩემი რჩევაა, ნუ დახარჯავთ მეტისმეტად ბევრ დროს იმაზე ღელვაში, იდეალური გაქვთ თუ არა კანი და მოიმატეთ თუ არა. იმაზე დაფიქრდით, რა გააკეთეთ ამ ცხოვრებაში, რა გაქვთ ხელში.

ახალგაზრდობაში საერთოდ არ ვიყავი თავდაჯერებული. ვფიქრობდი, რომ არ ვიყავი საკმარისად ლამაზი. არადა, ცოტა ხნის წინ ვუყურე ერთ-ერთ ძველ ფილმს და მშვენიერი ახალგაზრდა ქალი ვყოფილვარ. სინამდვილეში, იმ დროს ბევრს ვღელავდი იმაზე, რომ მეტისმეტად პუტკუნა ვიყავი, დიდი ცხვირი მქონდა.

მომწონს, როგორიც ვარ ახლა. შეიძლება, სხვებს არ მოვწონვარ, მაგრამ ახლა თავს კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ. ასაკი უნდა მიიღო ჩვეულებრივ, შენ უბრალოდ იზრდები. ცხოვრება ისეთი ძვირფასია!

მოდის ტენდენციებს არ მივყვები. ტანსაცმელი ჩემი ხასიათის, ჩემი ნაწილია. არც ძვირად ღირებული ნივთები მიყვარს. ორი ათასი ევრო გადავიხადო ჩანთაში? მაგას მირჩევნია, კბილებით ვატარო კოსმეტიკის ჩანთა.”