10 ივნისი, 2020

მერაბ ბერძენიშვილი – უდიდესი ტკივილის მატარებელი

მერაბ ბერძენიშვილი - უდიდესი ტკივილის მატარებელიმოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი ყოველთვის ამაყობდა ქართული კულტურით:

“როდესაც კულტურაზე ვლაპარაკობ, არ ნიშნავს, რომ რადგან მოქანდაკე ვარ, მხოლოდ ქანდაკებას ვგულისხმობ. მე იმასაც ვგულისხმობ, რომ 400 ჯიშის ვაზი გაგვაჩნდა… ცნობილია, ვისაც ვაზი გააჩნია და იქ, სადაც მზე მცხუნვარეა, ლაღნი და მშვენიერნი იბადებიან. უდიდესი კულტურაა, რომ ისეთი ტრადიცია გაგვაჩნია, რომელიც დღემდე მოვიდა, რომელმაც დღემდე მოგვიყვანა…“

მოქანდაკეს მისი უმცროსი კოლეგა ირაკლი ჟვანია იხსენებს:

“რამხელა ტკივილი მიაყენეს კაცს, როდესაც მისი ქმნილება ააფეთქეს…

მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ მას მერე საქართველოში არც უფიქრია არავის ქართველ მეომართა მემორიალის მოწყობა, რაც ყველა ქვეყანაში გააკეთეს დიდი ხანია…

ვაკის პარკში არსებული მემორიალიც გავერანებულია რამდენი წელია, ამას წინათ მერიას რომ შევთავაზეთ მემორიალის აღდგენა-რესტავრაცია და მუზეუმის მოწყობა, უარი მივიღეთ… ეტყობა მხოლოდ წარსულში არაა ჩვენი პრობლემა და 9 წელში…

რაღაცა გვჭირს ქართველებს ისეთი, რაც ჩემთვის აუხსნელია.”