2 ივნისი, 2020

მარია კალასის უცნობი წერილი

მარია კალასის უცნობი წერილიერთადერთი და განუმეორებელი მომღერალი მარია კალასი სცენაზე გამოჩენის წამიდან მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. წარმატებული კარიერის მიუხედავად, მას პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა.

მისმა რჩეულმა არისტოტელე ონასისმა მომღერალს უდიდესი ტკივილი მიაყენა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტის ქვრივზე ჟაკლინ კენედიზე დაქორწინდა.

“არტ ინფო” გთავაზობთ მარია კალასის ერთ-ერთ წერილს, რომელიც მან საყვარელ მამაკაცს მისწერა:

“ო, საბრალო, ელზამ მითხრა, რომ (როცა შვილის დაღუპვის შესახებ გაიგე) ერთ ღამეში დაჭაღარავდი. ახლა, შესაძლოა, მიხვდი, როგორ სასტიკად მომექეცი, როცა აბორტი გამაკეთებინე. თუმცა, მე თავად ვარ დამნაშავე. შემეძლო შევწინააღმდეგებოდი. ყველას, შენს გარდა.

მაპატიე, შენი ნუგეში არ მეხერხება. ამბობდი, რომ ღმერთის არ გწამს. ახლა დიდად არც მე მწამს. ყმაწვილობაში მეგონა, რომ ჩემი ღმერთი მუსიკა იყო. შემდეგ კი რწმენა იმისა, რომ საკუთარ თავს არ უღალატო. მუსიკა საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ უბრალოდ ბედნიერი ვყოფიილყავი. და მე საკუთარ თავს შენთან ვუღალატე.

არაფერი მაქვს შენთვის სათქმელი. არაფერზე მაქვს სამღერი. ამიტომაც, ჩუმად ვარ. არი, ჩემო ბიჭუნა, მრავალი წელი არავინ მყავდა გვერდით, ვისთანაც დავიწუწუნებდი – გადავეჩვიე ნუგეშს. მხოლოდ ამ წერილების გაგზავნით შემიძლია განუგეშო.

ალბათ, გესიამოვნებოდა იმის ცოდნა, თუ რამდენი წელი მახსოვდა ყოველი დღე… მაგრამ ამ წერილებს არ გამოგიგზავნი. დავწვავ. მარია კალასი არ უგზავნის აღსარებას მამაკაცს, რომელმაც მას უღალატა.

მაშ, მოითმინე, არი. მე უკვე თითქმის ნახევარი წელია, ჩუმად ვარ, სიმღერის გაკვეთილებსაც კი არ ვატარებ. მოითმინე, ჩემო სიყვარულო. მარტოობასაც კი აქვს საზღვარი. მისი სახელი – სიკვდილია.”