ლალი ბადურაშვილის გზავნილი

ლალი ბადურაშვილის გზავნილიმსახიობმა ლალი ბადურაშვილმა მომავალ თაობებს საკმაოდ საინტერესო და დამაფიქრებელი გზავნილი დაუტოვა:

– ცხოვრება რთულია – როდის და სად დაგარტყამს არ იცი, მაგრამ ამის მიუხედავად, ყოველთვის უნდა იყო მზად, იყო ძლიერი და არ შეწყვიტო ფიქრი…

ქართველებს არაჩვეულებრივი სიტყვა გვაქვს – ბედისწერა, დაუკვირდით – ბედის-წერა, პირდაპირ მიგანიშნებს, რომ ბედისწერას ვერსად წაუხვალ, ამიტომ თუ დარტყმა მოგაყენა ცხოვრებამ, უნდა გაუძლო და შენი ტკივილით არავინ დაღალო.

ბედისწერის ძალიან მჯერა და მის არარსებობაში ვერავინ დამარწმუნებს. ბედისწერაა ჩემი შვილის ერეკლეს გარდაცვალება. ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი ფილმის გადაღებების დასრულებამდე, სიცხეებიანმა იარა, არ გაყვა სასწრაფოს ექიმებს, ორმხრივი ფილტვების ანთება დაემართა და როცა ხრჩობა დაეწყო, მაშინ დაწვა საავადმყოფოში, მაგრამ დაგვიანდა. წინა დღეს რომ წასულიყო, გადარჩებოდა – ბედისწერაა, აბა, არ არის ეს ბედისწერა?

ამიტომ ყოველთვის ყველგან იყავით მაგრად, ნურაფრის შეგეშინდებათ, დატკბით ცხოვრებით და არაერთი დაბრკოლების და პრობლემის მიუხედავად, შეიგრძენით ბედნიერება.”