2 ივნისი, 2020

ჯემალ ღაღანიძე იპოლიტე ხვიჩიაზე

ჯემალ ღაღანიძე იპოლიტე ხვიჩიაზერუსთაველის თეატრის მსახიობი ჯემალ ღაღანიძე ქართული კინოს უდიდეს კომიკოსზე იპოლიტე ხვიჩიაზე ყოველთვის დიდი სიყვარულის საუბრობს:

“იპოლიტე ხვიჩია ხშირად წუწუნებდა, ეს რა დღეში ჩავვარდი, პანაშვიდზე ვეღარ მივსულვარ, რომ დამინახავენ, ჭირისუფალიც კი სიცილით იგუდება, ამიტომ თავს ვარიდებ იქ მისვლასო.

“ფეოლას” გადაღებების დროს, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მივიდა და იპოლიტეს სთხოვა: ბაბუა მომიკვდა და ძალიან გთხოვთ, დამდეთ პატივი, მობრძანდით პანაშვიდზე და დამაფასეთო…

რა თქმა უნდა, წავედით. შევედით ეზოში და ატყდა ფხუკუნი. არ შევიმჩნიეთ და სამგლოვიარო სახეებით ავუყევით კიბეს.

ჭირისუფალმა იპოლიტე რომ დაინახა მიცვალებულს დაატირა: “დედა, ეს ვინ მოვიდა! იპოლიტე, შენ შემოგევლე!.. სევასტი, ადექი, ასე უნდა სტუმრის დახვედრა, შე უნამუსო? ის მაინც არ გახსოვს, “ბურთი და მოედანში” “ტრუსიკით” რომ დარბისო?” ატყდა სიცილი…

მერე სულ ვეხუმრებოდით: “ეს რა ჩაიდინე, იპოლიტე, ის მიცვალებული პატიოსნად იწვა და შენ რომ შეხვედი, გავხედეთ და, არ იცინოდა? როგორ ჩაშალე პანაშვიდიო!”