16 ივნისი, 2020

“იცით ვინ არიან ქართველები?!”

"იცით ვინ არიან ქართველები?!"ქართველების შესახებ მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

თინიკო ონიანი ევროპელებს და აზიელებს მიმართავს და საქართველოს და ქართველების შესახებ საინტერესო ისტორიას აწვდის:

“ევროპელებო და აზიელებო, იცით ვინ არიან ქართველები?!

სად ხარ კიროს? უდიდესო გამაერთიანებელო აზიისა.. სად ხარ, ალექსანდრე, გლობალიზაციის შემოქმედო? შენს საზღვრებში მოხდა აზიის და ევროპის დიდი ქორწილი… სად ხართ რომაელნო? პართიელნო? ბიზანტიელნო? სპარს-არაბებო, მონღოლნო აღსდექით და უთხარით მთელ მსოფლიოს რომ უკაცრავად და “ფეხები ვერ მოჭამეთ” ძირში საქართველოს, ვერ შეცვალეთ ჩვენი ძლევამოსილი გენი, ვერ გაასწორეთ კავკასია და გშურდათ ჩვენი გამორჩეულობის, ნიჭიერების…

სად ყრიხართ, სად გადაკარგულხართ, ან სად იმალებით მტრულად ჩასაფრებულნი მეთქი, ამოდით საფლავებიდან და უთხარით სკვითთა და კიმერიელთა ნაბუშრებს, სლავურ რასას, რომ ქართული გენი კვლავ იარსებებს ხოლო მათი იდეალები, არსებობა კი თქვენს ბედს გაიზიარებს…

აღსდექი გენიალურო ალექსანდრე, თან დაიყენე გვერდით ნაპოლეონი და შესძახეთ გერმანული ხალხების შთამომავალთ, რომ: გლობალიზაცია არასოდეს მოხდება, რადგან
– ხალხი, რომელმაც შუა საუკუნეები შექმნა,
– ხალხმა, რომელმაც ერთგულების ქამრები შეაჟანგა თავიანთ ქალებს,
– ხალხი რომელთა წინაპრებსაც სილამაზე ცოდვად მიაჩნდა და მას ინკვიზიციის ცეცხლზე წვავდა, ვერ შეიფარებს ისეთ მაღალ მშვენიერ რასას, როგორც ქართული ჯიში და გენია…

კანტი ამბობდა რომ: სპარსელებმა და აღმოსავლელმა დამპყრობლებმა ქართული გენით გაიკეთილშობილეს თავი… აღსდექი ლენგ თემურ და უამბე მსოფლიოს, თუ რამდენჯერ შემოიჭერი საქართველოში, როგორ გეღრიჯებოდა სიფათი, როცა აქედან მიდიოდი, ხვდებოდი რომ ომი წააგე…

უამბე შენ – ყრუ მურმან მსოფლიოს დავითსა და კოსტანტინეზე… თუ როგორ ვერ გატეხე ნამდვილი ქართული სული…

დროებითია ჩვენი ასეთი ყოფა! ჩვენ აღვდგებით ისევ და რუსებო – შეგახსენებთ იმ ძირმომპალ მოდერნიზებულ იმპერიის კანონებს და უკან დაგიბრუნებთ რუსებო თქვენს შოვინიზმს…
ევროპელებო თავს მოხვეულ ლიბერალიზმს…
აზიელებო რელიგიურ ფანატიზმს…

მთავარია გავიაროთ ის 40 წლიანი გზა, რომელზეც მოსემ ატარა ებრაული ერი…
მთავარია მივხვდეთ, რომ ჩვენი გამოსავალი ერთად დგომაშია, რომ საქართველო მხოლოდ მაშინაა ძლიერი, როცა გამრავლებული ჯანსაღი თაობის აღმზრდელნი ვართ და როცა გავითავისებთ, პირველ რიგში, რომ საქართველო ეს ძირძველი მართლმადიდებლური ქვეყანა ქართველებისაა და მეტი არავისი, რომ ჩვენც გვაქვს ამბიცია, რომ ერთხელაც ფენიქსივით აღვდგებით ფერფლიდან და ძვირად დაუჯენთ ჩვენს ავის მსურველთ ყველაფერს!

დიდება ქრისტიანულ ქართველ ერს, სრულიად საქართველოს კუთხე-კუნჭულს, მთასა და ველს, ცასა და მიწას, სრულიად ძლიერ საქართველოს! დიდება მარად დიდება შენ ჩემო ძირძველო, ბარაქიანო, დალოცილო საქართველოვ!”