16 ივნისი, 2020

ის, რასაც დედისგან ვსწავლობთ

ის, რასაც დედისგან ვსწავლობთ“ბავშვი ოჯახის სარკეაო” – უთქვამთ და რთულია არ დაეთანხმო.

ყველა ბავშვი მშობლებისგან სწავლობს კარგსაც და ცუდსაც, განსაკუთრებით კი – დედისგან.

“არტ ინფო” გთავაზობთ ბავშვების მიერ პატარაობაში დედისგან ყველაზე ხშირად გაგებულ ფრაზებს, რომლებიც დიდობაში სულ სხვანაირად აღიქვეს:

1. დედამ მასწავლა სხვისი შრომის დაფასება:
“თუ ერთმანეთის ჭამა გინდათ – გადით გარეთ! იატაკი ახლახანს მოვწმინდე!”
2. ღვთის რწმენა:
“ილოცე, რომ ეს ლაქა მოშორდეს!”
3. ლოგიკურად აზროვნება:
“რადგან მე ასე ვამბობ – ე.ი. ასეა!”
4. შეუძლებელის გაკეთება:
“მორჩი ლაპარაკს და ჭამე წვნიანი!”
5. წუწუნის დავიწყება:
“მილიონობით ბავშვია დედამიწის ზურგზე, რომლებსაც შენსავით კი არ გაუმართლათ მშობლებში?!”
6. მომავალთან პირისპირ შეხვედრა:
“დამაცადე, მოვიდე სახლში!”
7. ექსტრასენსობა:
“თუ არ ჩაიცვამ თბილად, გაცივდები!”
8. გენეტიკის საფუძვლები:
“ეს ყველაფერი მამაშენისგან გამოგყვა!”
9. უმაღლესი სამართლიანობა:
“აი, შენი შვილები თუ შენნაირები იქნებიან, მერე მიხვდები!”
10. ამიხსნა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი:
“თუ ახლავე არ შეწყვეტ ღრიალს – მოგხვდება!”