14 ივნისი, 2020

გურამ დოჩანაშვილის ყველაზე მხიარული თავგადასავალი

დაუჯერეთ გურამ დოჩანაშვილს - "არავის არაფერი დააბრალო შენს ცხოვრებაში!"მწერალ გურამ დოჩანაშვილს ცხოვრებაში არაერთი განსაკუთრებული ამბავი შემთხვევია, თუმცა ისტორია, რომელსაც “არტ ინფო” გაგაცნობთ, მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და მხიარულია:

“წირვაზე ვიდექი და გოგონა მომიახლოვდა თხოვნით, თუ შეიძლება ფოტო გადავიღოთო.

არ მესიამოვნა, მაგრამ დავთანხმდი და გავემზადეთ გადასაღებად. უცებ გოგონა მეუბნება, თუ შეიძლება, ხელი გადამხვიეთო. რაღას ვიზამდი, გადავხიე ხელი და ასე გადავიღეთ ფოტო.

უცებ მეგობარს ურეკავს და ეუბნება:

– ვერ წარმოიდგენ რა ბედნიერი ვარ, ახლახან ჭაბუა ამირეჯიბთან ფოტო გადავიღეო…”