1 ივნისი, 2020

გიზო ნიშნიანიძის განსაკუთრებული ისტორია ბავშვებზე

გიზო ნიშნიანიძის განსაკუთრებული ისტორია ბავშვებზემწერალი გიზო ნიშნიანიძე თავის ჩანაწერებში დიდი სიყვარულით იხსენებდა ამბებს თბილისზე, თბილისელებზე, ვერელებზე, ბავშვებზე. მისი ისტორიები გასული საუკუნის 60-70-80-იან წლების თბილისს და თბილისელებს აერთიანებს, თუმცა მოთხრობილი აქვს ასეთი ამბავიც:

“ბავშვები შეახტნენ ტრამვაის, იქ კი უბნის მილიციელი დახვდათ. მან მრისხანედ შეხედა ბავშვებს, კაბურა გახსნა… ამოიღო კანფეტები, მიაწოდა და უთხრა: – მეორედ აღარ ქნაო.”

კონსტანტინე გამსახურდია:

“ხშირად ვხუმრობდი ხოლმე ამ სცენაზე, ვამხიარულებდი მეგობრებს. მაგრამ ახლა პირზე შემახმა სიცილი….

ერთხელ ბატონი გიზო ბავშვთა კოლონიაში მივიდა. მაშინ 90-იანების ერთმა პოლიტიკოსმა ქალბატონმა მიმართვისას ბავშვებს “ძნელად აღსაზრდელები” უწოდა. გიზო ნიშნიანიძემ კი თავის სიტყვაში ბოდიში მოუხადა ამ ბავშვებს სხვის მიერ ნათქვამი ამ სიტყვებების გამო:

– არ გეწყინოთ, ბავშვებო, თქვენ ახლა ძნელად აღსაზრდელები გიწოდეს, მაგრამ ჩვენ “არგასაზრდელებს” გვეძახდნენო. ამით ერთგვარად განმუხტა უხერხული სიტუაცია.

ჩვენს დროს აკლია სიბრძნე ნამდვილი ურთიერთობისა, მოპყრობისა – გულისხმიერებიდან წამოსული სიტყვა, რომელიც მოზარდის მყიფე ფსიქიკას ზოგჯერ სალბუნივით ესაჭიროება.”