9 ივნისი, 2020

გიორგი მაყაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია

გიორგი მაყაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშიაგორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი გიორგი მაყაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია.

იგი ინსულტით და ტვინის ინფარქტით იწვა რეანიმაციაში, ხელ-ფეხი გათიშული აქვს და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას.

ინფორმაციას გორის თეატრი ავრცელებს:

“გთხოვთ დავეხმაროთ, რომ ფეხზე დავაყენოთ ეს კეთილშობილი და უთბილესი პიროვნება. მადლობას გიხდით წინასწარ. თქვენი დახმარებით შეძლებს გია დაუბრუნდეს თავის საყვარელ თეატრს და სცენას.”

მიმღების ბანკი: ს.ს. “ლიბერთი ბანკი” მიმღების ანგარიში: GE25LB0711104541096340

მიმღების დასახელება: დალი ნათელაშვილი