გაიცანით უნიჭიერესი ანა ქასრაშვილი

გაიცანით უნიჭიერესი ანა ქასრაშვილიუნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი და მისი მუსიკა კარგა ხანია საზღვარგარეთ არის ცნობილი, სამშობლოში კი მხოლოდ მუსიკალურ წრეში იცნობენ.

თბილისის ბიგ ბენდის ხელმძღვანელი გივი გაჩეჩილაძე ანას უდიდეს მომავალს – ჰოლივუდის წითელ ხალიჩას უწინასწარმეტყველებს:

“რა ვთქვა… ვიცი, რომ ბევრი სუბიექტურობას მომაწერს. ვარ კიდევაც… სათქმელი უნდა ითქვას.

ნუ მიწყენენ ოპონენტები, მაგრამ ჩემი 62-წლიანი გამოცდილება მიძლიერებს რწმენას, რომ საქართველოს ჰყავს მსოფლიო დონის და უდიდესი ნიჭის კომპოზიტორი ანა ქასრაშვილი, და გამოვხატო ის შთაბეჭდილებები, რასაც განვიცდი ბათუმელი კომპოზოტორის მუსიკის მოსმენით.

უფალს ვეუბნები მადლობას, რომ ის საქართველოში მოღვაწეობს, მაგრამ ამავე დროს გულსატკენია, რომ ჩვენი მსმენელი მას მხოლოდ საზღვარგარეთ პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვებული ინფორმაციებით იცნობს.

დავაანონსებ, რომ ის ჰოლივუდის წითელ ხალიჩაზე მალე გაივლის…

იცნობდეთ ანა ქასრაშვილს და მოისმინეთ თუნდაც ერთი მცირე ნაწარმოები-შედევრი, რომელმაც ერთ-ერთ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა… გზა წარმატებისა ანა!”