დინა მირცხულავა დუმილს არღვევს

დინა მირცხულავა დუმილს არღვევსმწერალი დინა მირცხულავა დუმილს არღვევს და საქართველოდან უცხოეთში გადახვეწაზე საუბრობს:

“ძალიან მინდოდა, ჩემს ქვეყანაში მეცხოვრა, ჩემს ქალაქში, ჩემს სოფელში…

არავინ არის ისეთი უბედური და დაუცველი, როგორც სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანი.

არც კი იცით, რას განვიცდით თქვენგან და სამშობლოსგან შორს მყოფნი…

მინდოდა, ჩემთვის მებუბუნა, მევლო სხვადასხვა სკოლებში, შევხვედროდი მოსწავლეებს, ადამიანებს და მეწერა…

მაგრამ წამოვედი იძულებით, არ იფიქროთ რომ უკეთესი ცხოვრების გამო წამოვედი, არა უბრალოდ ცხოვრების გამო წამოვედი, რადგანაც არანაირი ცხოვრება არ გამაჩნდა იქ…იქ მხოლოდ არსებობისთვის ბრძოლა იყო ყოველდღე.

წამოვედი, რომ ჩემმა შვილმა ჩემსავით არ იწვალოს.
(იყოს ეს დედობრივი ეგოიზმი)…

სამშობლო არ არის მარტო ხე და მდელო.
სამშობლოს შენც უნდა უყვარდე და ჭირდებოდე.
არასოდეს არავის დავჭირდი.
არც ერთ ორგანიზაციას, არც ერთ საჯარო სამსახურს, არც ერთ სკოლას…

პირიქით, რაც გავიზარდე და აზროვნება დავიწყე, ვიბლოკებოდი ყველა სამ სახურში.
კარგი ვიყავი, კი, კი კარგი კადრი ვიყავი, მაგრამ მერე ვიღაც რეკავდა და მე აღარ მირეკავდნენ.
ვმუშაობდი დამლაგებლად.
ვმუშაობდი პურის საცხობში პურის მფუთავად.
ვსწავლობდი პარალელურად.
მაგრამ ცალ ფეხზე ეკიდათ ჩემი ჩათვლის წიგნაკი და დიპლომი.
არასოდეს არ ყოფილა ჩემი ხელფასი 400 ლარზე მეტი (ისწავლე რამდენიც გინდა).
სამაგიეროდ იყო ბებიაჩემის პენსია, რომელიც მთელი წლის მქონდა გამოტანილი, რომ შვილი სკოლაში გამეშვა…
სამაგიეროდ იყო დევნილების შემწეობა… ისიც მთელი წლის წინასწარ აღებული…

არ მინდა მაგ ქვეყანაში დაბრუნება.
გამოხტება ახლა ვიღაც და დაწერს, ნუ დაბრუნდებიო…
ჰოდა, არ დავბრუნდები !
არ მინდა გუგულების და ენძელების ქვეყანა.
არ მინდა ვიყო ჟურნალისტი და ჩემი კოლეგები იყვნენ სანაიები, გრიგოლიები და გაბუნიები.
არც მწერლის სტატუსი მინდა, ვერასოდეს დავწერ „საბასთვის“ მისაღებ ნაწარმოებს.
მაგ ქვეყანაში ჩემი ადგილი არაა.
(დიახ, აი ასე!)

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით – სამშობლო არ არის მხოლოდ ლამაზი მთები და ლამაზი მინდვრები.”