6 ივნისი, 2020

დავით კლდიაშვილს ასეთი ბიუსტი არ ეკადრება

დავით კლდიაშვილს ასეთი ბიუსტი არ ეკადრებაკლასიკოს მწერალს დავით კლდიაშვილს ნამდვილად არ ეკადრება ისეთი ბიუსტი, როგორიც ბათუმში დგას – სილიკონით დაწებებული და მომძვრალი ჩუქურთმებით.

გიორგი კალანდია, ისტორიკოსი:

“დავით კლდიაშვილის ძეგლი ბათუმში, სილიკონით დაწებებული და მომძვრალი ჩუქურთმები…

სულ ვფიქრობ, რატომ გავხდით ასეთი უსინდისოები, უგულოები და გულგრილები საკუთარი ქვეყნის და წარსულის მიმართ?!

არც ვიცი რომელი ხელისუფალის დროს დაიდგა ეს ძეგლი და არც მაინტერესებს, რადგან ასეთი წვრილმანები ხელისუფლებას ვერ დაუკავშირდება, არ შეიძლება უშუალოდ ხელისუფალმა ამოწმოს მსგავსი წვრილმანები, ესეთი დეტალები ხომ უშუალოდ მოქანდაკის, შემსრულებლის, ბრიგადირის, მუშის ანუ ჩვეულებრივი მოქალაქის სინდისამდე, მის პასუხისმგებლობამდე და პატრიოტიზმამდე დადის.”

დავით კლდიაშვილს ასეთი ბიუსტი არ ეკადრება